დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი რომანაძეს, საპატიო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი ეწვია.
შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული.
საუბრისას ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე. მხარეებმა განიხილეს საკითხი მიზნობრივი ჯგუფებისთვის ბიზნეს-ტურების ორგანიზების შესახებ. ასევე საუბარი შეეხო ბელარუსიაში წარმოებული პროდუქციის გამოფენის ორგანიზებას, რაც მისცემს საშუალებას ქართულ კომპანიებს დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები ბელარუსის რესპუბლიკის კომპანიებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და თამაზ თურმანიძე.