თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო ატაშატის ვიზიტი პალატაში

1171
დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ქალბატონები ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და მათ განვითარებას. განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა პალატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შემდგომი პარტნიორობის საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.