პალატაში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG)  განათლების და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელთან შეხვედრა გაიმართა.

341

აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG)  განათლების და ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელთან – მურო თაკალანძესთან შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა:

  • საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელი (UNAG Youth Network) და USAID-ის ერთობლივი პროექტი „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელიც კერძო სექტორში ახალგაზრდების სტაჟირების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. პროგრამაში ჩართვის მსურველმა ორგანიზაციებმა, 30 მარტამდე უნდა მიმართონ გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული ქსელს: შემდეგ ელ. ფოსტაზე: internships@una.ge      (subject line-ში მიუთითეთ: კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამა), ხოლო ახალგაზრდებმა უნდა მიმართონ ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრს: https://www.facebook.com/batumiyouthcenter;
  • საქართველოს ინტეგრაციის საგრანტო პროგრამა https://shorturl.at/ahjMU.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გაეროს ასოციაციის ბათუმის ახალგაზრდული ქსელის წარმომადგენლები, ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი და ადგილობრივი მეწარმეები.