პალატის წარმომადგენელთა სტუმრობა შპს ,,სტარ არ ჯი“-ში

2690
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ბათუმში არსებულ მერქან-ბურბუშელოვანი/ბოჭკოვანი ფილების დამამზადებელ საწარმოს ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
კომპანიის მფლობელმა ლევან შერვაშიძემ პალატის წარმომადგენლებს საწარმოს სამუშაო გარემო ადგილზე გააცნო. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. აღნიშნული ობიექტი ძირითადად საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.
შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარეს გიორგი რომანაძეს თან ახლდნენ აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე.
მხარეებმა სრული მზაობა გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.