შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

1442
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს დაგეგმილი საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების გაცნობის მიზნით აგრძელებენ სამუშაო შეხვედრებს.
დღეს შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ დაგეგმილი საგრანტო პროგრამების პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მეწარმე ქალთა აქტიურ ჩართულობას.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის  პირველი მოადგილის ნინო დოლიძის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილის ირმა აფხაზავას, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორის მალვინა კილაძისა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახი“-ს წარმომადგენელთა ინიციატივით.
პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, ქობულეთის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ნათია ნიჟარაძე და ადგილობრივი ბენეფიციარები.