აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მეწარმეებსა და ფერმერებთან

1166

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მეწარმეებსა და ფერმერებთან აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის საგრანტო პროგრამის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” და ქვეპროგრამის  ”სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა”­­_ს  ფარგლებში.

აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლები,  საინვესტიციო და საექსპორტო ურთიერთობების სპეციალისტი ნათია სურმანიძე და  ფინანსური პროექტების სპეციალისტი ირმა ბერიძე, კონსულტაციას უწევენ ბენეფიციარებს.