ვიზიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საწარმოებში

1767
დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თანმხლებ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ტექსტილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელ კომპანიებს ესტუმრა.
პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა ედნარ ბოლქვაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა თამაზ შავაძემ ადგილზე დაათვალიერეს კომპანია ,,აჭარა ტექსტილე“-ს საწარმო. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა და მენეჯერმა რაიფ საგინმა სტუმრებს საწარმოს პოტენციალი და მუშაობის სტრუქტურა გააცნო.
პალატის წარმომადგნლებმა ასევე მოინახულეს სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო ,,ევკაფარმი“. მფლობელმა გოჩა ჯალაღანიამ სტუმრებს საწარმოს სამუშაო პროცესი გააცნო. ასევე საუბარი შეეხო სამკურნალო მცენარეების ექსპორტსა და საინვესტიციო გარემოს გაფართოების მნიშვნელობის შესახებ