Home Blog Page 10

ბელარუსის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი

დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, გიორგი რომანაძეს, საპატიო ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკის ელჩი  საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი ეწვია.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები საიმედო პარტნიორობას ემყარება, რომელიც საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული.

საუბრისას  ხაზი გაესვა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.  ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე. მხარეებმა განიხილეს  საკითხი მიზნობრივი ჯგუფებისთვის ბიზნეს-ტურების ორგანიზების შესახებ. ასევე  საუბარი შეეხო ბელარუსიაში წარმოებული პროდუქციის გამოფენის ორგანიზებას, რაც მისცემს საშუალებას ქართულ კომპანიებს დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები ბელარუსის რესპუბლიკის კომპანიებთან.

შეხვედრას   ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, პალატის თავმჯდომარის მოადგილეები ჯუმბერ ტუღუში და  თამაზ თურმანიძე.

შეხვედრა შპს ინთერის დამფუძნებელთან

აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე პალატის წევრი კომპანიის შპს ინთერი-ს დამფუძნებელს მურათ ალბაირაქის შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საწარმოს პოტენციალსა და სამუშაო სტრუქტურაზე. ამ ეტაპზე კომპანია მთლიანად ექსპორტის მიმართულებით მუშაობს. კომპანიის მიზანია  ადგილობრივ ბაზარზე თავის დამკვიდრება.

შეხვედრაზე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მეწარმეებსა და ფერმერებთან

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მეწარმეებსა და ფერმერებთან აჭარის არ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის საგრანტო პროგრამის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” და ქვეპროგრამის  ”სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა”­­_ს  ფარგლებში.

აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლები,  საინვესტიციო და საექსპორტო ურთიერთობების სპეციალისტი ნათია სურმანიძე და  ფინანსური პროექტების სპეციალისტი ირმა ბერიძე, კონსულტაციას უწევენ ბენეფიციარებს.

შეხვედრა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლებთან

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროექტის ხელმძღვანელს რიჩარდ როუზს და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის(Mercy Corps) წარმომადგენლობას შეხვდნენ.

სოფლად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პროგრამა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ორგანიზაცია მერსი ქორფსის(Mercy Corps) მიერ ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გამართული მუშაობისა და ზრდის ხელშეწყობას. აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროგრამის ერთ-ერთი მხარდამჭერია.მხარეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და დაგეგმეს თანამშრომლობა პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

საქმიანი შეხვედრა პალატაში

აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატისა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლობას შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა შეხვედრაზე  წლების განმავლობაში დაგროვილი ერთობლივი თანამშრომლობა შეაჯამეს და განხორციელებული პროექტების მდგრადობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს მერსი ქორფსის წარმომადგენლებმა თაფლის სექტორში დაგროვილი გამოცდილება და შედეგები გაუზიარეს, ასევე დარგის განვითარებაში პალატაში არსებული მეფუტკრეთა ასოციაციის როლსა და თაფლის ფესტივალის განახლებაზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრაზე იმსჯელეს  ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

სამომავლოდ მხარებს შორის დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები და თანამშრომლობა თაფლის ექსპორტში დაგროვილი გამოცდილებისა და  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების   საკითხების გაზიარების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, მერსი ქორფსის წარმომადგენლები ლელა ფუტკარაძე და გურანდა გოგიტიძე, პალატასთან არსებული მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე მანანა ბოლქვაძე და პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე-ქალთა ოთახი“-ს წარმომადგენელი მთვარისა გოგუაძე.

 

თურქეთის რესპუბლიკის სავაჭრო ატაშატის ვიზიტი პალატაში

დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს სავაჭრო ატაშეები ქ.ბათუმში, ქალბატონები ფეიზა ერდოღანი და დიდემ დირლიქ სონღური ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე ბიზნეს პროექტებსა და მათ განვითარებას. განხილულ იქნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ ხაზი გაუსვა პალატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას შემდგომი პარტნიორობის საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და მოადგილე ნუგზარ მიქელაძე.

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნინო დოლიძემ და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ მაღალმთიან აჭარაში 2021 წელს დაგეგმილი საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების საპრეზენტაციო შეხვედრა გამართეს.
დასკვნითი შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში შედგა.
აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავებული საგრანტო პროგრამებისა და ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეწარმე ქალბატონების მიერ წარმოდგენილ პროექტებსა და ინოვაციებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორი მალვინა კილაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ფატიმა ბოლქვაძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე-ქალთა ოთახის“ წარმომადგენლები და ადგილობრივი ბენეფიციარები.
აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა თავის მხრივ მზად არის პროგრამის ფარგლებში ხელი შეუწყოს მეწარმე ქალთა ჩართულობას და კვალიფიციური საკონსულტაციო დახმარება გაუწიოს პოტენციურ ბენეფიციარებს.

ვიზიტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საწარმოებში

დღეს აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე თანმხლებ პირებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ტექსტილისა და სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელ კომპანიებს ესტუმრა.
პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ, აღმასრულებელმა დირექტორმა ედნარ ბოლქვაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა თამაზ შავაძემ ადგილზე დაათვალიერეს კომპანია ,,აჭარა ტექსტილე“-ს საწარმო. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრმა და მენეჯერმა რაიფ საგინმა სტუმრებს საწარმოს პოტენციალი და მუშაობის სტრუქტურა გააცნო.
პალატის წარმომადგნლებმა ასევე მოინახულეს სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო ,,ევკაფარმი“. მფლობელმა გოჩა ჯალაღანიამ სტუმრებს საწარმოს სამუშაო პროცესი გააცნო. ასევე საუბარი შეეხო სამკურნალო მცენარეების ექსპორტსა და საინვესტიციო გარემოს გაფართოების მნიშვნელობის შესახებ

შეხვედრა ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა და აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს დაგეგმილი საგრანტო პროგრამებისა და ქვეპროგრამების გაცნობის მიზნით აგრძელებენ სამუშაო შეხვედრებს.
დღეს შეხვედრა გაიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ დაგეგმილი საგრანტო პროგრამების პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი ენიჭება მეწარმე ქალთა აქტიურ ჩართულობას.
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის  პირველი მოადგილის ნინო დოლიძის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილის ირმა აფხაზავას, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის “სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა” საგრანტო პროგრამის კოორდინატორის მალვინა კილაძისა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ,,ღია სივრცე – ქალთა ოთახი“-ს წარმომადგენელთა ინიციატივით.
პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ანანიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე, ქობულეთის ,,ქალთა ოთახის“ კოორდინატორი ნათია ნიჟარაძე და ადგილობრივი ბენეფიციარები.

პალატის წარმომადგენელთა სტუმრობა შპს ,,სტარ არ ჯი“-ში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ბათუმში არსებულ მერქან-ბურბუშელოვანი/ბოჭკოვანი ფილების დამამზადებელ საწარმოს ესტუმრნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
კომპანიის მფლობელმა ლევან შერვაშიძემ პალატის წარმომადგენლებს საწარმოს სამუშაო გარემო ადგილზე გააცნო. საწარმოში ამჟამად დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. აღნიშნული ობიექტი ძირითადად საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.
შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარეს გიორგი რომანაძეს თან ახლდნენ აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე და თავმჯდომარის მრჩეველი საინვესტიციო საკითხებში თამაზ შავაძე.
მხარეებმა სრული მზაობა გამოთქვეს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.