Home Blog Page 14

განცხადება!!! – გაცნობებთ, რომ ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამასთან დაკავშირებული განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 1 მაისამდე.

გაცნობებთ, რომ ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამასთან დაკავშირებული განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 1 მაისამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
📌მობ.: 557 670007; 557 722936
📌ელ.ფოსტა: ajarachamber@gmail.com
📌ასევე Fb messengeri-ის საშუალებით

განცხადება!!! – კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა უსაფრთხოების მიზნით გადადის საგანგებო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.

კორონა ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა უსაფრთხოების მიზნით გადადის საგანგებო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე.
პალატის სერვისების მიღებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ:
📌მობ.: 577 921766; 577 289070; 599 043232;
📌ელ.ფოსტა: ajarachamber@gmail.com
📌ასევე Fb messenger-ის საშუალებით

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამა“-ში ჩართვის მსურველთა ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას.

დღეის მდგომარეობით პალატას უკვე მოგვმართა 82-მა ბენეფიციარმა.
♻️დაფინანსება შეადგენს პოტენციური ბენეფიციარების მიერ წარდგენილ განაცხადში საინვესტიციო ღირებულების 70 % და არაუმეტეს 100 000 ლარისა.
ბენეფიციარების თანამონაწილეობა აუცილებლად უნდა იყოს 30%, ხოლო ბენეფიციარის მიერ წარდგენილი საინვესტიციო პროექტის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 000 ლარს.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვამრთოთ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შემდეგ მისამართზე:
ქ.ბათუმი, მელაშვილის ქ. 26 ტელ: +995 422 27 28 43 ან +995 557 67 00 07

ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი

28 თებერვალს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტექსტილის მწარმოებელ კომპანიებთან.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა და შპს ,,აჭარა ტექსტილე“-ს, შპს ,,BTM- TEXTILE“-ს, შპს ,,GEOFIBRE“-ს და შპს ,,ბათუმიტექს“-ის დირექტორებმა.
🤝მემორანდუმის თანახმად, პალატა თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიებს გაუწევს ყოველგვარ თანადგომასა და დახმარებას მუშახელის მოძიებაში, რომელსაც ტექსტილის მწარმოებელი კომპანიები გადაამზადებენ დასაქმების გარანტიით, თუ ისინი წარმატებით გაივლიან უფასო სწავლების კურსებს. გაუწევს შუამდგომლობასა და დახმარებას რეგიონალურ და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რათა ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და მათი განთავსების მომენტში განხილულ და გათვალისწინებულ იქნას მუშახელის პოვნის პრობლემები. ამით დახმარება აღმოეჩინება როგორც არსებულ საინვესტიციო ასევე მომავალში დაგეგმილ ახალ საფეიქრო დარგის პროექტებს .

 

 

განცხადება!!! – აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სთავაზობს თანამშრომლობას ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში გამოცდილ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს

📣აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა სთავაზობს თანამშრომლობას ბიზნეს-გეგმების შემუშავებაში გამოცდილ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს, რათა კონკურსში მონაწილე ბენეფიციარებს პალატამ გაუწიოს რეკომენდაცია კვალიფიციური სერვისის გამწევი პირების შესახებ.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
ქ. ბათუმი მელაშვილის ქუჩა № 26; ტელ: +995 422 27 28 43 ან +995 557 67 00 07

ვიზიტი ართვინის გუბერნიაში

🇬🇪🇹🇷26 თებერვალს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი თურქეთის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით მიწვეული იყო ართვინის გუბერნიაში.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ართვინსა და ბათუმს შორის ტურისტული პოტენციალის გაღრმავება და განვითარება. ასევე გაიმართა B2B შეხვედრები, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა კონკრეტული საქმიანი კავშირები ბათუმისა და ართვინის ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ართვინის გუბერნატორი ილმაზ დორუქი, ართვინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავჯდომარე სეჩკინ ქურთი, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ქალბატონი მაქბულე კოჩაქი, სავაჭრო ატაშე ქალბატონი ფეიზა ერდოღანი და მისი მოადგილე ასლან კოჩალიძე, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბოლქვაძე და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.

 

 

სამუშაო შეხვედრები ,,აწარმოე საქართველოში”

24-25 თებერვალს თბილისში აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ,,აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან.
🔵შეხვედრების მიზანი იყო 2020 წელს გამოსაცხადებელი პროექტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზად არის დაეხმაროს აჭარის მუნიციპალიტეტებში პოტენციურ ბენეფიციარებს აპლიკაციების შევსებაში, ბიზნესგეგმების შედგენაში და ყველა შესაძლო საჭირო კონსულტაციის მიწოდებაში.
პალატა წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. ტრენინგისა და კონსულტაციების შედეგად აღჭურვილი შესაბამისი ახალი პროგრამების შესახებ ინფორმაციით პალატას საშუალება აქვს ადგილობრივ მეწარმეებს კვალიფიციური სერვისი მიაწოდოს.

 

 

სტუმრად საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ესტუმრნენ.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე სტუმრებს ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

  ✅სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენების ორგანიზებასა და რეგიონისთვის მის მნიშვნელობაზე.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და შპს „აჭარის წყალი ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემეორადუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ, აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა და შპს „აჭარის წყალი ჯორჯია“-ს წარმომადგენელმა პრაშანტ ვასანტ ჯოშმა.
პალატა გამოხატავს მზადყოფნას განახორციელოს ,,პროგრამაში“ ჩართვის მსურველთა ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება განაცხადის შევსებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ბიზნეს გეგმების შედგენაში;
🤝მემორანდუმს საფუძვლად უდევს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა „სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა“-ს ფარგლებში სოფლისა და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა.

 

 

 

 

აგროკომპლექსის გახსნა შუახევის მუნიციპალიტეტში

📌აჭარის ა.რ სოფლის მეურნოების სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის პროგრამის ,,მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის’’ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აგროკომპლექსი გაიხსნა. აღნიშნული კომპლექსი საჩითილე მეურნეობასა და ვეტერინარულ კლინიკას მოიცავს.
აგროკომპლექსის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ა.რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, აგროსერვისცენტრის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.
გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე.