აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს ,,სოფლად მეწარმეობის განვითარების პროგრამა“-ში ჩართვის მსურველთა ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას.

1253

დღეის მდგომარეობით პალატას უკვე მოგვმართა 82-მა ბენეფიციარმა.
♻️დაფინანსება შეადგენს პოტენციური ბენეფიციარების მიერ წარდგენილ განაცხადში საინვესტიციო ღირებულების 70 % და არაუმეტეს 100 000 ლარისა.
ბენეფიციარების თანამონაწილეობა აუცილებლად უნდა იყოს 30%, ხოლო ბენეფიციარის მიერ წარდგენილი საინვესტიციო პროექტის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 000 ლარს.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ მოგვამრთოთ აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შემდეგ მისამართზე:
ქ.ბათუმი, მელაშვილის ქ. 26 ტელ: +995 422 27 28 43 ან +995 557 67 00 07