ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი

1227

28 თებერვალს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ტექსტილის მწარმოებელ კომპანიებთან.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნიკა ჩხარტიშვილმა და შპს ,,აჭარა ტექსტილე“-ს, შპს ,,BTM- TEXTILE“-ს, შპს ,,GEOFIBRE“-ს და შპს ,,ბათუმიტექს“-ის დირექტორებმა.
🤝მემორანდუმის თანახმად, პალატა თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში კომპანიებს გაუწევს ყოველგვარ თანადგომასა და დახმარებას მუშახელის მოძიებაში, რომელსაც ტექსტილის მწარმოებელი კომპანიები გადაამზადებენ დასაქმების გარანტიით, თუ ისინი წარმატებით გაივლიან უფასო სწავლების კურსებს. გაუწევს შუამდგომლობასა და დახმარებას რეგიონალურ და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, რათა ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და მათი განთავსების მომენტში განხილულ და გათვალისწინებულ იქნას მუშახელის პოვნის პრობლემები. ამით დახმარება აღმოეჩინება როგორც არსებულ საინვესტიციო ასევე მომავალში დაგეგმილ ახალ საფეიქრო დარგის პროექტებს .