სამუშაო შეხვედრები ,,აწარმოე საქართველოში”

1272

24-25 თებერვალს თბილისში აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ,,აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან.
🔵შეხვედრების მიზანი იყო 2020 წელს გამოსაცხადებელი პროექტის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება. აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მზად არის დაეხმაროს აჭარის მუნიციპალიტეტებში პოტენციურ ბენეფიციარებს აპლიკაციების შევსებაში, ბიზნესგეგმების შედგენაში და ყველა შესაძლო საჭირო კონსულტაციის მიწოდებაში.
პალატა წარმოადგენს შუამავალ რგოლს მეწარმე სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. ტრენინგისა და კონსულტაციების შედეგად აღჭურვილი შესაბამისი ახალი პროგრამების შესახებ ინფორმაციით პალატას საშუალება აქვს ადგილობრივ მეწარმეებს კვალიფიციური სერვისი მიაწოდოს.