სტუმრად საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში

1254

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნიკა ჩხარტიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ნინო დოლიძე საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს ესტუმრნენ.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე სტუმრებს ასოციაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

  ✅სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს გამოფენების ორგანიზებასა და რეგიონისთვის მის მნიშვნელობაზე.