სიახლეები
:: საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’ გაიმართა

✔️აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო WYNDHAM Batumi-ში გამართა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ,,აჭარის აგრარული შესაძლებლობები’’. ღონისძიების მიზანია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება. ფორუმზე აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ წარადგინა პრეზენტაცია - "აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის სერვისები ექსპორტის ხელშეწყობისთვის";
✔️საინვესტიციო ფორუმს 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანია, ,საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიშვილი, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო-პალატის წევრი კომპანიები, ფერმერები და მედიის წარმომადგენლები, სულ 180 სტუმარი ესწრებოდა;
✔️ფორუმზე უცხო ქვეყნის კომპანიები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ფორუმის ფარგლებში ქართული პროდუქციის (ციტრუსი, ჩაი, თაფლი, თევზი, ღვინო და სხვა) იმპორტირებით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებთან B2B შეხვედრები გაიმართა.
✔️ფორუმის ფარგლებში, წარმოდგენილი იყო რეგიონში წარმოებული ადგილობრივი პროდუქცია.