საჯარო ლექცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ”

343

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და  „ქომერშალ ლოუ სერვისის“ ორგანიზებით ბათუმში საჯარო ლექცია ჩატარდა -„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს ახალი კანონი, სიახლეები, გამოწვევები და იმპლემენტაციის საკითხი“.

შეხვედრას სახელმწიფო დაწესებულებების და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო ლექციაზე საუბარი ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებსა და დღეს მოქმედ რეგულაციასთან მათ მიმართებას შეეხო. ყურადღება გამახვილდა ახალი კანონით დამკვიდრებულ ცნებებსა და მექანიზმებზე, მათ შორის, აუდიომონიტორინგთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, მონაცემთა გადატანის („პორტირების“) უფლებასთან, ავტომატიზებულად მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ინციდენტის შეტყობინებასთან, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებასა და ადმინისტრაციულ სახდელებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ლექციის დასასრულს იურიდიული კომპანიის  „ქომერშალ ლოუ სერვისის“ პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრის მიზანი ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.