სიახლეები
:: ასსპა-ში პალატის საბჭოს სხდომა გაიმართა

დღეს სსიპ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო–სამრეწველო პალატის“ პალატის საბჭოს № 3 სხდომა გაიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2015-2019 წლების საერთო კრების დელეგატთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის პალატის საბჭოსთვის მიწოდება - თამაზ შავაძე;
2. 2019-2023 წლების საერთო კრების დელეგატთა უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით პალატის საბჭოსთვის ინფორმაციის მიწოდება - ედნარ ბოლქვაძე;
3. 2019 წლის 10 ოქტომბერს დანიშნულ პალატის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, წარმოდგენილი კანდიდატის დამტკიცება და წარდგენა საერთო კრებისთვის - ჯუმბერ ტუღუში
4. აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის წესდების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის წესდებასთან - პაატა კოპალეიშვილი
5. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ბატონ ოსმან ჩალიშკანის წინადადება აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ - ჯუმბერ ტუღუში