სიახლეები
:: ასსპა-ს დელეგაცია ჩაიელის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია

    აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაცია ასსპა-ს თავმჯდომარის თამაზ შავაძის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის რიზეს გუბერნიის ქალაქ ჩაიელის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ესტუმრა.

   შეხვედრაზე ისაუბრეს ორი რეგიონის ბიზნესმენებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაფართოებაზე. ვიზიტის ფარგლებში ასსპა-ს დელეგაციამ მოინახულა ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი ჩაის კვლევითი ინსტიტუტი და შეხვდნენ ქალაქ ჩაიელის მერსა და გამგებელს.  ორი რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.