სიახლეები
:: ასსპა-ში ახალი ონლაინ კურსების პრეზენტაცია გაიმართა

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატაში ახალი უფასო ონლაინ კურსების პრეზენტაცია გაიმართა, რომლებიც შეიქმნა USAID-ის პროგრამის
მმართველობა განვითარებისთვის - Governing for Growth (G4G) ფარგლებში და 
საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის დაფინანსებით.
ონლაინ კურსების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა პროეფსიონალების და მცირე და საშუალო ბიზნესის მისწრაფებებს განავითარონ თავიანთი ცოდნა და უნარები კარიერის და ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად; ხელი შეუწყოს ინოვაციური, შიდა ბაზრის ზრდასა და ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქტების და სერვისების განვითარებას, ახლებური მიდგომების დანერგვასა და ახალგაზრდა პროფესიონალების მოტივაციას.
ამ მიზნით შექმნილი 4 ონლაინ კურსი ვრცელდება სრულიად უფასოდ და ნებისმიერ მსურველს აქვს მათი გავლის საშუალება. ესენია:
1. ექსპორტის მენეჯმენტის საფუძვლები (თანადამფინანსებელი: აწარმოე საქართველოში)
2. სახელმწიფო შესყიდვები მიმწოდებლებისთვის
3. ფრილანსერობა
4. IT პროექტების მართვა Scrum (Agile) მიდგომით
ღონისძიებას ესწრებოდნენ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და ასსპა-ს წარმომადგენლები.