სიახლეები
:: ბათუმში გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“

 

 

      11 მაისს, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა“. შეხვედრა მიზანდა ისახავდა ევროკავშირისა და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფორმატების განხილვას, და შავი ზღვის არეალის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ შესაძლებლობებზე მსჯელობას.

       კონფერენციაზე გადაწყდა საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ შავი ზღვის თანამშრომლობის ცენტრის (BSCC)” დაფუძნება. BSCC-ს საქმიანობა ორიენტირებული იქნება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობისათვის ახალი პლატფორმის შექმნაზე. საქმიანობის სფერო ასევე იქნება: რეგიონის ეკონომიკური, მათ შორის სატრანზიტო პოტენციალის კვლევა, ანალიზი და თემატური კონფერენციების გამართვა; აჭარასა და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობების ხელშეწყობა; აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შესაძლებლობათა გაძლიერებისთვის შესაბამისი პროექტების დაგეგმვა-განხორციელება და სხვა. ცენტრის პარტნიორი იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

   კონფერენციას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი გიორგი გოგუაძე. ღონისძიებას ესრებოდნენ აჭარის აღმასრულებელი ხელისუფლების, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე და ასსპა-ს აღმასრულებელი დირექტორი ედნარ ბოლქვაძე.