სიახლეები
:: ასსპა-ს GIZ წარმომადგენლები ესტუმრნენ

აჭარის .. სავაჭრო-სამრეველო პალატას GIZ-ის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოში ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯოჰანეს სტიტრიმენტერი და GIZ-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლები: მარიამ ჩაგელიშვილი, ნატალია გრეკოვა, ეკატერინა მესხიძე და ლელა მაისურაძე ესტუმრნენ. ისინი შეხვდნენ: ასსპა- თავმჯდომარეს თამაზ შავაძეს, თავმჯდომარის მოადგილეს ასლან ლორთქიფანიძეს, აღმასრულებელ დირექტორს ედნარ ბოლქვაძეს, სერტიფიცირებისა და ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსს ირაკლი სამნიძეს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს გიორგი ზირაქაშვილს, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ასოციაციის თავმჯდომარეს თამაზ თურმანიძეს, ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარეს ჯემალ გოგიტიძეს, რესტორან-კაფე ბარების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ლაშა შავაძეს, ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს ლაშა ბოლქვაძეს, „ქალთა ოთახისკოორდინატორს ნათია სურმანიძეს, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრის - DCFTA ექსპერტს ეკატერინე თარგამაძე.

    სტუმრებმა GIZ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია (GIZ) გერმანიის მთავრობის მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული ორგანიზაციაა, რომელიც 120-ზე მეტ ქვეყანაში ფუნქციონირებს. მისი ბიუჯეტი 2,5 მილიარდი ევროა. საქართველოში ორგანიზაცია საქართველო-გერმანიის მთავრობების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 1992 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობის სფეროებია: ადგილობრივი თვითმმართველობა, გარემოს დაცვა, პროფესიული განვითარება და კერძო სექტორი. საქართველოში GIZ ახორციელებს პროექტსმცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და პროფესიული განათლების განვითარება“. პროფესიული განათლების განვითარების კომპონენტში ის დუალური განათლების 5 სფეროს უჭერს მხარს: ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ღვინის წარმოება.

   სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აჭარის .. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ასოციაციებთან თანამშრომლობის შესახებ. ისინი ასევე მხარს დაუჭერენ აჭარის რეგიონში მომუშავე პროფესიულ სასწავლებლებს დუალური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში.

     GIZ  წარმომადგენლებს ასსპა- თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ ორგანიზაციის საქმიანობა და სერვისები გააცნო.