სიახლეები
:: ქალთა ასოციაცია "სულიერი ხიდი"-ს წევრები ასსპა-ს „ქალთა ოთახს“ ესტუმრნენ

   ქალთა სოლიდარობის პლატფორმა - ასოციაცია "სულიერი ხიდი", რომელიც ბათუმში მცხოვრები თურქი ქალბატონების მიერ გასულ წელს შეიქმნა, საქველმოქმედო ღონიესძიებებს ახორციელებს აჭარის რეგიონში.

  12 აპრილს ასოციაციის წევრები ბათუმის ქალთა ოთახს სტუმრობნენ და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარეს მაყვალა კვირიკაძეს, „ქალთა ოთახის“ კოორდინატორებს: ნათია სურმანიძესა და ია გვარიშვილს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე  ისაუბრეს ერთობლივი საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობებზე.

   შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა.რ. სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე, რომელმაც სტუმრებს პალატის საქმიანობა გააცნო.