სიახლეები
:: ასსპა-ში ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც 2016 წლის 26 ოქტომბერს, ქალაქ ერევანში მიმდინარე მაღალი დონის კონფერენციის დროს დაიწყო და მიმართულია აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებში მოქმედ ადგილობრივ ხელისუფლებებზე: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

"მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მთავარ მისიას მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს. მისი მიზანია მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რის მიღწევასაც საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისა და ტექნიკური უნარების განვითარებით და კერძო სექტორსა და სამოქალაქო საზოგადოებასთანთანამშრომლობის მეშვეობით შეძლებენ.

აღნიშნულ ინიციატივას ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი 2018 წლის იანვარში მიუერთდა. ინიციატივის ფარგლებში მომზადებულია ქ. ბათუმის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის (2018-2020) სამუშაო ვერსია, რომლის განხილვაც დღეს აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მეწარმეების მონაწილეობით გაიმართა. ნაშრომი მომზადდა მერიასთან არსებული სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის წევრიც ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძეც იყო. ბიზნესმენების შენიშვნების ნაწილი ასახული იქნება საბოლოო დოკუმენტში. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ასსპა-ს თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ. პრეზენტაცია ღონისძიების მონაწილეებს ბათუმის მერიის მუნიციპალური პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ეთუნა ლომაძემ წარუდგინა.