ასსპა « ACCI.GE
სიახლეები
:: აჭარის დელეგაცია უკრაინის ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმს დაესწრო

უკრაინა ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმს მასპინძლობდა. 
ფორუმი კიევში გაიხსნა და მას სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო-სამრწველო პალატებისა და სამთავრობო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი,საერთაშორისო ორგანიზაციები და ბიზნესმენები ესწრებოდნენ. 
ექსპორტის მე-4 ეროვნულ ფორუმზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 
ღონისძიებას აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი თამაზ შავაძე,აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დავით მაკარაძე,საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ ჭეიშვილი და ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები ლაშა ფირცხალავა და მარიამ ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.
ფორუმზე საერთაშორისო ვაჭრობის გამოწვევები,ტენდენციები და სიახლეები, ექსპორტის ხელშეწყობის სტრატეგია განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ფორუმის მონაწილეებმა გამოფენა "დამზადებულია კიევში" დაათვალიერეს. გამოფენაზე წლის საუკეთესო ექსპორტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა,სადაც აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას წარმატებული პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ საპატიო დიპლომი და სიგელი გადასცა.

უკრაინის ექსპორტის მე-4 ეროვნული ფორუმი უკრაინის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა.