სიახლეები
:: შპს „Geofibre“-ს საწარმოო პროცესს ასსპა-ს თავმჯდომარის მოადგილე გაეცნო

 

2014 წლიდან თამარის დასახლება, ტბეთის № 6 (ნაკვეთის ფართობი  15 000 /კვ, შენობის ფართობი 9 000 /კვ;) აჭარის .. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელშეწყობით განხორციელებული ინვესტიციით ფუნქციონირებს შპს „Geofibre“. მის  საქმიანობას წარმოადგენს მეტალიზირებული ძაფების  წარმოება.

შპს „Geofibre“- განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 6 000 000 აშშ დოლარია. საჭირო ნედლეულის შემოტანა ხდება თურქეთიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან და კორეიდან; საწარმო ყოველთვიურად 100 ტონა ძაფს ამზადებს. ამჟამად  საწარმოში დასაქმებულია 162 თანამშრომელი, მიზანი სულ ცოტა 250 თანამშრომლის დასაქმებაა.

შპს „Geofibre“- მიერ დამზადებული ნაწარმის იმპორტირება ხდება საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე.

შპს „Geofibre“ ახლო მომავალში აპირებს დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

შპს „Geofibre“- აჭარის .. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე სტუმრობდა. მან საწარმოო პროცესი დაათვალიერა და კომპანიას ბიზნეს საქმიანობაში მხარდაჭერა და დახმარება  აღუთქვა. უახლოეს დროში აჭარის .. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კომპანიის წარმომადგენლები ბათუმში მოქმედ პრფესიული სასწავლებლისბლექსი”- ხელმძღვანელობას შეხვდებიან და განიხილავენ საწარმოსთვის პროფესიული კადრების მომზადების საკითხს.