სიახლეები
:: ბიზნესმენების შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან

            საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ახლადდანიშნული ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. ღონისძიებაზე 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი იმყოფებოდა, მათ შორის აჭარის . სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. 
            ბიზნესის წარმომადგენლებმა ბიზნესომბუდსმენსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს პრობლემატური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს