სიახლეები
:: გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

აჭარის ა.რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა ორგანიზაციის თანამშრომლებს, ბიზნესმენებს, კერძო და საჯარო სექტორში მომუშავე ადამიანებს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს და  უსურვებს წარმატებებს, სიუხვეს და ჯანმრთელობას. განვლილი 2017 წლის განმავლობაში, ორგანიზაციამ 300-მდე სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა, რომლის მიზანსაც კერძო სექტორის ხელშეწყობა წარმოადგენდა. ჩვენ არც მომავალ წელს დავიშურებთ ძალისხმევას საიმისოდ რათა ხელი შევუწყოთ რეგიონის ეკონომიკის ზრდას, მოკრძალებული წვილი შევიტანოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებაში.