სიახლეები
:: ტრენინგი სოფლის განვითარების პოლიტიკის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს და საბჭოს ქვეშ არსებული სამუშაო ჯგუფის შეასაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, UNDP - გაეროს განვითარების პროგრამის პროექტი „სოფლის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“  12-13 სექტემბერს, სასტუმრო "შერატონ ბათუმში" ატარებს 2 დღიან ტრეინინგ-კურსს, აჭარაში სოფლის განვითარების პოლიტიკაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისათვის.ტრენინგის ძირითადი მიზანია მონაწილეებს გააცნოს სოფლის მდგრადი განვითარების კონცეპტუალური და პრაქტიკული ასპექტები, ევროკავშირის მიდგომა სოფლის განვითარების პოლიტიკისადმი, სოფლის მდგრადი განვითარების სამი პრიორიტეტული მიმართულება და მათი მნიშვნელობა.

       ტრენინგ კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ გაანალიზონ სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმარებასა და განხორციელებაში ჩართულ მხარეთა როლი და ფუნქციები; მონაწილეები გაიუმჯობესებენ ცოდნას იმის შესახებ თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს თითოეულმა მონაწილემ სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმარებასა და განხორციელებაში როგორც პერსონალურად ასევე ინAსტიტუციონალურ დონეზე.

2 დღიანი ტრენინგ კურსი ეძღვნება შემდეგი ძირითადი საკითების განხილვას:

I დღე

•        სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული ძირიდათი საკითხები და ტერმინები

•        სოფლის განვითარება და მისგან მიღბული სარგებელის გაცნობა - შედეგებზე ორიენტირებული დაგეგმარების ინტეგრირებული მიდგომის მნიშვნელობა.

•        სამი ძირითადი პრიორიტეტი და მდგრადი განვითარება

•        სოფლის განვითარებაში ჩართული ძირითადი მონაწილე და დაინტერესებული მხარეები

•        სოფლის მდგრადი განვითარების ინსტიტუციონალური მოდელი

•        სოფლის განვითარების პოლიტიკის დაგეგმარება

•        სხვა სტრატეგიებთან თანხვედრა -  ერთიანი მიდგომა

•        სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაციები განკუთვნილი სოფლის განვითარების პოლიტიკის ანალიზისთვის

•        ინტეგრირებული მოდელები მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის

•        ევროკავშირის წევრ და ასოცირებული ქვეყნებში არსებული პრაქტიკული მაგალითები სოფლის განვითარების პროგრამების შესახებ

II დღე

•        დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და კოსნსესუსის გზით მიღებული გადაწყვეტილებები სოფლის მდგრადი განვითრებისათვის

•        ადგილობრივი თანამშრომლობა და ქვემოდან-ზემოთ მიმართული გადაწყვეტილებები - LEADER მიდგომა

•        ურთიერთდამოკიდებულება, თანამშრომლობის და ჩართულობის მნიშვნელობა, როგორც სოფლის განვითარების პოლიტიკის ფორმულირების, ასევე განხორციელების ფაზის განმავლობაში

•        კომუნიკაცია და ზეგავლენა - მხარდაჭერა სხვადასხვა დონეზე

•        მოსახელობის ჩართულობა ადგილობრივი განვითარებაში პრაქტიკული მაგალითების განხილვა

•        ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და სოფლის განვითარების პროექტების მდგრადობა

 

    ტრენინგს ესწრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების საბჭოს ქვეშ არსებული სამუშაო ჯგუფის წევრი, აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე ასლან ლორთქიფანიძე.