სიახლეები
:: აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეხვედრა ასსპა-ში

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი სტუმრობდა. პალატის თავმჯდომარემ თამაზ შავაძემ  ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს უფლებამოსილ წარმომადგენლებს პრეზენტაციის სახით. ასსპა-სთან არსებულმა ასოციაციებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, რომლებიც ასახავდა მათ მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

         პალატისა და სამინისტროს წარმომადგენლები შეთანხმდნენ კოორდინირებულად იმუშაონ პოტენციური ინვესტორების მხარდაჭერის მიმართულებით და ამ მიზნით გაცვალონ ინფორმაციები.