სიახლეები
:: უკრაინის ბიზნეს დელეგაცია

აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატას უკრაინის ბიზნეს დელეგაცია ესტუმრა, რომელსაც უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვალერი კაროლი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ:  როვნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი მიკოლა იაროშჩუკი, კიევის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნიკოლაი ზასულსკი, უკრაინის სხვა რეგიონალური პალატების ხელმძღვანელები და ბიზნესმენები. 

   შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი კომპანიების შესაძლო შექმნას, ქართულ და უკრაინულ პორტებს შორის საქონელბრუნვის საკითხებს და სხვა. შეხვედრის დასასრულს აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ და როვნოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.