სიახლეები
:: საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი ბათუმში

    2017 წლის 19 ივლისს, სასტუმროშერატონში",  15:30 საათზე გაიმართება საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმი.

     ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება. ქართული და უკრაინული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

     უკრაინის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებსკომპანიებისა და მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ხელშემწყობი ორგანიზაციები, პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, დიეტური კვება, ფარმაცევტიკა, შესაფუთი მასალები, მარცვლეულის გადამუშავება და ექსპორტი, სამშენებლო, სამხედრო ტექნიკის წარმოება, ელექტრო, სატვირთო, ამწეებისა და  ფოლადის წარმოება, შავი და ფერადი ლითონის წარმოება და სხვა.

      უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი ჩიჟიკოვი უკრაინის ბიზნეს დელეგაციასთან ერთად აჭარის .-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვევა.