სიახლეები
:: შეხვედრა ფერმერებთან

მიმდინარე წლის 12 ივლისს შუახევის მუნიციპალიტეტში აჭარის ა.რ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზატორობით აჭარაში მომუშავე ფერმერებს, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა ფორმატით : "აჭარის რეგიონალური მრგვალი მაგიდა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცვლელი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) განხორციელების ჭრილში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგის რეჟიმის გაძლიერება"