სიახლეები
:: სომხეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა - ნინო ჩიქოვანმა, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა- სურენ კარაიანმა და სოხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა მარტინ სარგსიანმა გახსნეს.

ღონისძიების პირველ ნაწილში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შემდეგ კი გაიმართა პრეზენტაციები ორი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ.

ღონისძიების საპრეზენტაციო ნაწილის შემდეგ გაიმართა ბიზნესის ორმხრივი შეხვედრები. ფორუმს ესწრებოდნენ ბიზნეს-წრეები რამდენიმე სექტორიდან. მათ შორის: მშენებლობა, უძრავი ქონება, ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, ქაღალდის პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტიკა, ლაბორატორიები, დისტრიბუცია, კონსალტინგი. 

B2B შეხვედრების ფორმატში ს(ს)იპ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და კომპანია „კრედიტ პარტნიორ“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობას ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში. 

ფორუმმა პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა. მხარეებს შორის დაისახა მომავალი ურთიერთანამშრომლობის ღონისძიებები.