სიახლეები
:: ფერმერი ქალების შეხვედრა ასსპ-ში

24 მაისს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა შეხვედრა ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის ფერმერებთან საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის პროფესიული კავშირის, ფერმერ ქალთა ასოციაციის და პალატასთან არსებული „ქალთა ოთახი“-ს ორგანიზებით.
ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესი ფერმერულ მეურნეობებში ქალების ჩართვა და მათი გაძლიერებაა. 
შეხვედრის დროს მოხდა პროფკავშირის ცნობადობის ამაღლება, ფერმერების საჭიროებებისა და პრობლემების იდენტიფიცირება რეგიონის რეალობიდან გამომდინარე, მათი ინფორმირება მათი უფლებების, ნორმატიული აქტების თაობაზე, ფერმერების სამოქალაქო გააქტიურება და რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ იმ ფერმერ ქალბატონს, რომელსაც უეკლო მაყვლის მეურნეობისგან მიღებული მოსავალი უკვე ევროპის ბაზარზე გააქვს.