სიახლეები
:: "აწარმოე საქართველოს" სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია

მიკრო და მცირე, ასევე დამწყები მეწარმეებისათვის საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ლიკა კალატოზმა დღეს აჭარის .-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით გაიმართა. პროგრამის ახალი ეტაპი 15 მაისს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება. დაინტერესებულ პირებს ბიზნეს იდეების რეგისტრაცია შეეძლებათ ვებ-გვერდზეwww.qartuli.ge- ზე.

რეგისტრაციის ბმულია http://mbs.enterprise.gov.ge/Account/Login

საინფორმაციო შეხვედრა აჭარის .-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის სააქტო დარბაზში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.