სიახლეები
:: სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ტექნიკის გამოფენა "MAGROTEX 2017"

2017 წლის 12-15 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ()იპ ''აგროსერვისცენტრის'' და თურქეთის გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ მარდინში, სადაც მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ტექნოლოგიების გამოფენაში. გამოფენაზე სპეციალურად მოწყობილ კუთხეში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის პროდუქტები აჭარის რეგიონიდან: ყველი, ჩაი, თაფლი, ჯემი და სხვა. გაიმართა B2B შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესწარმომადგენლებთან,  მოხდა გაცნობა აჭარის საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის შესახებ. ასევე ვიზიტორებმა აჭარის რეგიონიდან დაათვალიერეს ადგილზე მოქმედი პურის ფქვილის  და პურპროდუქტების  გადამამუშავებელი  საწარმოები. პირისპირ  შეხვედრების დროს უცხოელ ბიზნესმენების ნაწილმა გამოთქვა მზადყოფნა  საქართველოში  ბიზნესის დასაწყებად.