სიახლეები
:: საინვესტიციო ფორუმი "ბათუმი-ვროცლავი"

მიმდინარე წლის 12 მაისს სასტუმრო „ჰილტონში“, ბათუმი-ვროცლავის საინვესტიციო ფორუმი გაიხსნა. ბიზნეს ფორუმი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა. 
ფორუმის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით აჭარას ქვემო სილეზიის მარშალი სეზარ პრზიბილსკი სტუმრობდა. მარშალმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრას ქვემო სილეზიის პარლამენტის (სეიმიკის) თავმჯდომარე პაველ ვრობლევსკი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გამართა. ფორუმის მონაწილეებს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიეწოდათ. ფორუმის სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. 
კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განსაზღვრულია საპრივაზტიაციო მიწის ნაკვეთები, შეიქმნა კურორტის განშენიანების რეგულირების გეგმა. პოტენციურმა ინვესტორებმა დღესვე აღნიშნული საკითხებისა და სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაცია მიიღეს. 
შეხვედრას აჭარასა და ვროცლავში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა,სადაც მხარეებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმს სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რეგიონში მოღვაწე კომპანიები, ეკონომიკის ექსპერტები და სხვა დაინტერსებული 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა.