სიახლეები
:: ბათუმის "ქალთა ოთახს" შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები და ადგილობრივი დონორები სტუმრობდნენ

4 მაისს, ბათუმის "ქალთა ოთახს" უცხოელი და ადგილობრივი დონორები: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) სათაო ოფისიდან შანტალ ფელდერი და შანტალ ოთრამარი, ასევე ამ სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოში - ია ცაგარეიშვილი და ბექა თაგაური, ,,კავკასიის ალიანსების პროგრამის" გუნდის ლიდერი ჰელენ ბრადბერი და მისი მოადგილე გიორგი სადუნიშვილი სტუმრობდნენ.
>> სტუმრებს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და აჭარის ქალ-ბიზნესმენთა ასოციაცია მასპინძლობდა. შეხვედრაზე გაკეთდა მოკლე ანგარიში ბათუმის ქალთა ოთახისა და აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების მიერ. დონორები ძალიან კმაყოფილები იყვნენ წარმოდგენილი ანგარიშით და ახალი პროექტების დაფინანსებას დაგვპირდნენ.