აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო ლოგისტიკურ თანამშრომლობის პროექტში – BSB LOGINET
04.03.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო ლოგისტიკურ თანამშრომლობის პროექტში – BSB LOGINET
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობს საერთაშორისო პროექტში “Black Sea Basin Sustainable Logistics and Cooperation Network – BSB LOGINET”, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.
პროექტი აერთიანებს სამი ქვეყნის პარტნიორ ორგანიზაციებს — სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (თურქეთი), აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (საქართველო) და ვარნას სავაჭრო-სამრეწველო პალატას (ბულგარეთი) — და მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ლოგისტიკის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და ინსტიტუციურ კავშირების გაღრმავებას.
პროექტის განხორციელების ეტაპი ოფიციალურად დაიწყო 2026 წლის მარტში. ამასთან დაკავშირებით 2026 წლის 4 მარტს გაიმართა პარტნიორი ორგანიზაციების პირველი სამუშაო ონლაინ შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ სამივე ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის განხორციელების ეტაპის ძირითადი მიმართულებები, დაგეგმილი აქტივობები და პარტნიორებს შორის თანამშრომლობის მექანიზმები.
BSB LOGINET პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ლოგისტიკური სექტორის განვითარებასა და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლოგისტიკის სექტორის კვლევა და სამოქმედო რუკის მომზადება, ახალგაზრდებისთვის ტრენინგები ლოგისტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით, საერთაშორისო ჰაკათონი ინოვაციური გადაწყვეტილებების შესაქმნელად, ასევე შეიქმნება ლოგისტიკური ინფორმაციის ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას და სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას.
პროექტის საბოლოო მიზანია რეგიონში ლოგისტიკური კავშირების გაძლიერება, ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარება და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, რაც დადებით გავლენას მოახდენს რეგიონულ ეკონომიკურ განვითარებაზე.
პროექტი ხორციელდება Interreg VI-B NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში ევროკავშირის თანადაფინანსებით.


