პალატის შესახებ
პალატა არის წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია, რომელიც აერთიანებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს.
როგორც რეგიონის ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიზნად ისახავს რეგიონის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერის გზით. პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და ინოვაციური პროექტების განხორციელებით.
პალატა კერძო სექტორის ინტერესებზე მორგებული საწევრო პაკეტების მეშვეობით მეწარმეებს სთავაზობს მათ მოთხოვნებზე ადაპტირებულ სერვისებს. პალატის წევრები მუდმივად სარგებლობენ უახლესი ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მათი ბიზნესის განვითარებისთვის და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ცვალებად ეკონომიკურ გარემოში.