Home Blog Page 4

გილოცავთ!

თანამშრომლობის მემორანდუმი სავაჭრო პალატასა და მუსიად ბათუმს შორის

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და Musiad Batum/მუსიად ბათუმს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს  ეკონომიკური პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელის შეწყობა.

მხარეები ითანამშრომლებენ შეთანხმებულ აქტივობებზე ვაჭრობისა და მრეწველობის, ფინანსების, ინვესტიციების და სხვა სფეროებში, ხელი შეუწყობენ  ორმხრივ ვაჭრობასა და საინვესტიციო თანამშრომლობას თურქეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ და Musiad Batum/მუსიად ბათუმი-ს თავმჯდომარემ ჰამზა ქოსემ.

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პალატაში

აჭარის ა.რ. სავაწრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტით იმყოფებოდა  ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პრეზიდენტ დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით. დელეგაციას წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დოქტორი იოახიმ ფლორიან ფრიცი,   საბჭოს წევრი დოქტორი  ჰელმუტ ფალშნენერი, პოლიტიკური მრჩეველი სტეფან ჰაბოკი.

ევროპის რეგიონების ინსტიტუტი (IRE) ავსტრიაში, ზალცბურგში  დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს  დაახლოებით 150 პარტნიორთან 25 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია  რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყება და ერთობლივი აქტივობებსა და პროექტებზე მსჯელობა იყო.

შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ ისაუბრა  რეგიონის  ეკონომიკურ პოტენციალზე,  თანამშრომლობის  გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

შეხვედრას  პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე ესწრებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან

დღეს აჭარის არ სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს ორგანიზებით  ადგილობრივ ბიზნესსუბიექტებთან  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია პროგრამის პირობებსა და მონაწილეობის შესახებ.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  იწყებს მიკრო გრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდის განხორციელებას. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აჭარის სავაჭრო პალატა პროგრამის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციას გაუწევს.

საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს წარმომადგენლობის ვიზიტი პალატაში

სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საერთაშორისო მედია კომპანია Kaori Media-ს დამფუძნებელს და ბიზნეს ჟურნალისტს გრეგუარ ასელინის და პროექტის დირექტორს პიერ მუგლიას შეხვდა.

Kaori Media-ს ეკონომიკური ჟურნალისტების ჯგუფი აწარმოებს მედია კამპანიას საქართველოს ეკონომიკური, ტექნიკური და გარემოსდაცვითი პერსპექტივების შესახებ. ინფორმაცია  გამოქვეყნდება Khaleej Times-ში,  რომელიც  ყველაზე ტირაჟიანი ინგლისურენოვანი  გაზეთია არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და   ლიდერია ციფრული ინფორმაციის სფეროში თვეში 4,5 მილიონზე მეტი  ვიზიტორით.

ინტერვიუს დროს პალატის თავმჯდომარემ ისაუბრა  სავაჭრო-სამრეწველო პალატის როლზე, საქმიანობაზე , დაგეგმილ ღონისძიებებზე, ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალზე. ასევე ისაუბრა  საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების შესახებ.

Kaori Media-ს   პროექტის მიზანია საქართველოს საერთაშორისო პროფილის ამაღლება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში  და   საინვესტიციო,  სავაჭრო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და სერტიფიცირების  და ექსპერტიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი სამნიძე.

ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ვიზიტი პალატაში

სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ედიტე მედნესეს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
პალატის თავმჯდომარე
ელჩს აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და პალატის სერვისებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
შეხვედრას სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე ესწრებოდნენ

არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს  აჰმედ ალ ნუაიმის  შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

პალატის თავმჯდომარემ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ პალატის სერვისებსა და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა, პალატა დახმარებას გაუწევს ბიზნესმენებს და ინვესტორებს რომელთაც საქართველოში და აჭარის რეგიონში სურთ საქმიანობის დაწყება.

მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ მუშაობა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.  დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე.

 

 

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსულის ვიზიტი პალატაში

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატას ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ქ. ბათუმში ჰოსეინ ზაფარ ყასემფური და ვიცე კონსული ეწვივნენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე სტუმრებს პალატის სერვისებსა და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე ესაუბრა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო ასევე საქართველოდან ირანელი ინვესტორების გადინების ტენდენციას.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ექსპორტ-იმპორტის განვითარების საკითხებზე, შეთანხმდნენ ორი ქვეყნის პალატებს შორის თანამშრომლობასა და გამოფენებში მონაწილეობის მიღებაზე.

სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები პალატაში

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ.  პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ უმასპინძლა მოსწავლეებს, გააცნო მათ პალატის საქმიანობა და  ესაუბრა მომავალი დამსაქმებებლებისთვის სამეწარმეო განათლების მნიშვნელობაზე, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ევროპული ღირებულებებითა და საერთაშორისო სტანდარტებით წარმართავენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარმოდგენილი ორი პროექტი აჭარის სავაჭრო პალატის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა: ,,ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემა’’  (ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემის შექმნა), და პროექტი ,,მწვანე სახურავი’’.(მოსწავლეების მიერ კლიმატური ცვლილებების საფრთხის გააზრება და მწვანე სახურავის ეფექტიანობის გამოცდა).

პროგრამის რეგიონულ პარტნიორ აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში  ჩართულობის განვითარებას, რათა კერძო სექტორი გახდეს რეგიონში პოზიტიური ცვლილებების მონაწილე.

 

 

 

 

კონფერენცია – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი – უახლესი პრაქტიკა და აქტუალური საკითხები

ბათუმში  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით კონფერენცია – ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი – უახლესი პრაქტიკა და აქტუალური საკითხები გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ შესაბამისი სფეროს პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილეს როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ისე მათ პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული გამოწვევები.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ კითხვა – პასუხის რეჟიმში.

მსჯელობა შეეხო პრაქტიკულ საკითხებს საგადასახადო დაბეგვრის მიმართულებით, კერძოდ თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონმა კომპანიების საგადასახადო ვალდებულებებზე.