ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პალატაში

333

აჭარის ა.რ. სავაწრო-სამრეწველო პალატაში ვიზიტით იმყოფებოდა  ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) დელეგაცია პრეზიდენტ დოქტორ ფრანც შაუსბერგერის მეთაურობით. დელეგაციას წარმოადგენდნენ გენერალური მდივანი დოქტორი იოახიმ ფლორიან ფრიცი,   საბჭოს წევრი დოქტორი  ჰელმუტ ფალშნენერი, პოლიტიკური მრჩეველი სტეფან ჰაბოკი.

ევროპის რეგიონების ინსტიტუტი (IRE) ავსტრიაში, ზალცბურგში  დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც თანამშრომლობს  დაახლოებით 150 პარტნიორთან 25 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია  რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის ქსელის ჩამოყალიბება, როგორც საზოგადოებრივი, ასევე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მათი ინტერესების მხარდაჭერა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანი ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყება და ერთობლივი აქტივობებსა და პროექტებზე მსჯელობა იყო.

შეხვედრაზე პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ ისაუბრა  რეგიონის  ეკონომიკურ პოტენციალზე,  თანამშრომლობის  გაღრმავების პერსპექტივებზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.

შეხვედრას  პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე და თავმჯდომარის მრჩეველი ლეილა გოგიტიძე ესწრებოდნენ.