სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები პალატაში

501

აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას სკოლა-ბიზნესის ფორუმის მონაწილე მოსწავლეები ესტუმრნენ.  პალატის თავმჯდომარემ  გიორგი რომანაძემ უმასპინძლა მოსწავლეებს, გააცნო მათ პალატის საქმიანობა და  ესაუბრა მომავალი დამსაქმებებლებისთვის სამეწარმეო განათლების მნიშვნელობაზე, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ევროპული ღირებულებებითა და საერთაშორისო სტანდარტებით წარმართავენ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში აჭარაში პირველი სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარმოდგენილი ორი პროექტი აჭარის სავაჭრო პალატის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა: ,,ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემა’’  (ავტომატურად მართვადი ჰიდროპონიკური სისტემის შექმნა), და პროექტი ,,მწვანე სახურავი’’.(მოსწავლეების მიერ კლიმატური ცვლილებების საფრთხის გააზრება და მწვანე სახურავის ეფექტიანობის გამოცდა).

პროგრამის რეგიონულ პარტნიორ აჭარის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში  ჩართულობის განვითარებას, რათა კერძო სექტორი გახდეს რეგიონში პოზიტიური ცვლილებების მონაწილე.