არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩის ვიზიტი პალატაში

484

აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩს  აჰმედ ალ ნუაიმის  შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

პალატის თავმჯდომარემ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გიორგი რომანაძემ პალატის სერვისებსა და აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა, პალატა დახმარებას გაუწევს ბიზნესმენებს და ინვესტორებს რომელთაც საქართველოში და აჭარის რეგიონში სურთ საქმიანობის დაწყება.

მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ მუშაობა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.  დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო დოლიძე.