აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე, პირველი მოადგილე ნინო დოლიძე, მოადგილე თამაზ თურმანიძე და თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შავაძე ბათუმში არსებული ფიბრული ძაფების მწარმოებელ კომპანია ,,ჯეოფიბრე“-ს ესტუმრნენ.
კომპანიის ხელმძღვანელმა იასინ აბდულლაჰ ზერენმა სტუმრებს ადგილზე გააცნო საწარმოს პოტენციალი და სამუშაო სტრუქტურა. მიმდინარე ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი თანამშრომელი, უახლოეს მომავალში იგეგმება კომპანიის გაფართოება, რაც საშუალებას იძლევა უფრო მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმების.
განსაკუთრებული ყურადღებით აღინიშნა მთავრობის მხარდაჭერა და ჯანსაღი საინვესტიციო გარემო, რაც ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და უფრო მეტი ადგილობრივი მაცხოვრებლის დასაქმებას.