თურქეთის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი პალატაში
14.01.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია, MUSIAD ორდუს თავმჯდომარისა და ორდუს ქაბადუზის რაიონის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები, ახალი საინვესტიციო პროექტების პერსპექტივები და სახელმწიფო ხელშეწყობის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესის ზრდას, ინვესტიციების მოზიდვასა და რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას, როგორც ეფექტურ პლატფორმას ინფორმაციის გაცვლის, პარტნიორობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების დაგეგმვისთვის.

