ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
27.10.2026აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ციტრუსის სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი უწყებებისა და ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხები, მოსავლის აღებისა და ტრანსპორტირების პროცესის კოორდინაცია, მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები და ფერმერთა საჭიროებები. ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და მოსავლის დროული დაბინავებისა და რეალიზაციის ხელშეწყობაზე.


