შეხვედრა თემაზე: „კერძო-ქონებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმები და შესაძლებლობები - არბიტრაჟი და მედიაცია“.
30.10.2026
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და მასთან არსებული საერთაშორისო არბიტრაჟის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა თემაზე: „კერძო-ქონებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმები და შესაძლებლობები -არბიტრაჟი და მედიაცია“.
პალატის წევრი კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ არბიტრაჟისა და მედიაციის პროცედურებს, მათი ბიზნესში პრაქტიკული გამოყენების საკითხებს, სასამართლო დავასთან შედარებით არსებულ უპირატესობებს, საარბიტრაჟო და სამედიაციო დათქმების მნიშვნელობას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა პრაქტიკული მაგალითების განხილვას, ღია დისკუსიასა და კითხვა-პასუხის სესიას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები და ემსჯელათ ბიზნესში წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ეფექტიან გზებზე.
შეხვედრის მიზანი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის არბიტრაჟისა და მედიაციის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების, პრაქტიკული შესაძლებლობების გაცნობა და ბიზნესის ინტერესების დაცვის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარება იყო.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს ბიზნესსექტორის მხარდაჭერას, წევრი კომპანიებისთვის აქტუალური საკითხების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას.






