სიახლეები

შეხვედრა ,,კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წარმომადგენლებთან

04.09.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ,,კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წარმომადგენლებთან შეხვედრას დაესწრო.   შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, აჭარის საინვესტიციო პოტენციალი, საპრივატიზაციო პოლიტიკა და ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე პროექტები განიხილეს.   ვიზიტი „კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ ორგანიზებით ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ბიზნესმისიის «Гранд CEO Tour» (2-5 სექტემბერი) ფარგლებში შედგა.