სიახლეები

შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელთან

01.05.2026

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის უფროს მრჩეველთან, ტაუფიკ ლამსუჰურთან.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ინდონეზიის რეგიონებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ორმხრივი პარტნიორობის განვითარების პერსპექტივების განხილვა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად დაუჭირონ მხარი აჭარისა და ინდონეზიის ბიზნესწრეებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარებას და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას.