გიორგი რომანაძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
24.04.2026
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დმიტრო ბერეჟნისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
პალატის თავმჯდომარემ სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკაზე, იმ სერვისებსა და მხარდამჭერ მექანიზმებზე, რომლებსაც პალატა ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს სუბიექტებისთვის ახორციელებს.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერისა და მჭიდრო საკომუნიკაციო კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობას.






